ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ

მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა Real Wine Fair-ი გაიმართა, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი შვიდი კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული
ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.
„გამომდინარე აქედან, London Wine Fair-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენა Real Wine Fair-ი ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული.
მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და სხვ.
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო