2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა

გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროპის ძიუდოს კავშირმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა, იუწყება „პირველი არხი".
ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი – შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.
ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.