პროტესტის მე-14 დღე: პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციაზე ბევრი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეა. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ათასობით მოწინააღმდეგეა შეკრებილი, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რეზონანსული კანონპროექტის კენჭისყრიდან მოხსნას მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან
19:00 საათისთვის აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ორი საათის შემდეგ პარლამენტისკენ დაიძრნენ.
აქციაზე ბევრი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეა. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
საპროტესტო აქცია
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას ვაკის პარკში გეგმავენ.