თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მიგრანტებთან ერთად საქართველოში 3.694.600 ადამიანი ცხოვრობდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებშო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვართან შედარებით მთლიანი მოსახლეობა 1,1%-ით შემცირდა.
როგორც მონაცემებმა აჩვენა, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი თბილისში ცხოვრობს - 1.258.500 ადამიანი.
ვითარება რეგიონებში ასეთია:
იმერეთი – 442 ათასი კაცი
ქვემო ქართლი – 436 ათასი კაცი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 363,2 ათასი ადამიანი
კახეთი – 299,9 ათასი კაცი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 287,8 ათასი ადამიანი
შიდა ქართლი – 244,1 ათასი ადამიანი
სამცხე-ჯავახეთი – 142,1 ათასი ადამიანი
გურია – 101,9 ათასი ადამიანი
მცხეთა-მთიანეთი – 92,6 ათასი ადამიანი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26,2 ათასი ადამიანი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 61% ქალაქებში ცხოვრობს. ამასთან, თუ იმერეთის რეგიონში ქალაქის და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია, ხოლო აჭარის ავტონომიაში ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა სოფლის მოსახლეობასაც კი აღემატება, მაშინ სხვა რეგიონებში სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ქალაქელთა რაოდენობას.
საქართველოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 65 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, თუ თბილისში კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 2496 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - მხოლოდ 6 ადამიანი. აჭარაში 1 კვადრატულ კილომეტრზე 125 ადამიანი მოდის, იმერეთისა და ქვემო ქართლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში - 69 და 68 კაცი შესაბამისად.
საქართველოს მოსახლეობის ასაკი
ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია. ამასთან, საქართველოში მამაკაცების საშუალო ასაკი 36 წელია, ხოლო ქალების – 41.
საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელია. ამასთან მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი 70,6 წელია, ხოლო ქალებისთვის – 79,4 წელი.
საქართველოს მოსახლეობის მონაცემები 2023 წლის მდგომარეობით
ქვეყნის მოსახლეობის 64,3%-ს შრომისუნარიანია (14-დან 64 წლამდე ასაკის). 14 წლამდე ბავშვები მთლიანი მოსახლეობის 19,5%-ს შეადგენენ, 65 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები კი 16,2%-ს.
საქართველოში ასაკობრივ ჯგუფებს შორის 10-დან 14 წლამდე ბავშვები ლიდერობენ, მეორე ადგილზეა 35-დან 39 წლამდე ასაკის მოქალაქეები, მესამეზე კი - 60-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი.
19-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მეოთხედს, ისევე როგორც 40-დან 59 წლამდე.
გენდერული შემადგენლობა
საქართველოში ქალების რაოდენობა მამაკაცებს აღემატება - 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 1.774.500 კაცი და 1.920.100 ქალი ცხოვრობდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 100 ქალზე 92 მამაკაცი მოდის. ამასთან, 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში უფრო მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი.