დღეს 2024 წლის 27 აპრილია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არახელსაყრელი დღეა რუტინული და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, სადაც სიზუსტე და ყურადღებაა საჭირო. სამაგიეროდ იდეალური დროა ადამიანების გასაცნობად, ექსპერიმენტებისთვის და გარშემომყოფების გაკვირვებისთვის. შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელობა საქციელსაცა და გრძნობებშიც – მათ შორის სიყვარულში. ენდეთ ინტუიციას – ის საჭირო დროს დაგეხმარებათ.
ვერძი: ეს თქვენი – რისკისა და ჯანსაღი ავანტიურის მოყვარულების დღეა, შეგიძლიათ იზემოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს, მაგრამ ვერანაირი თეორია ვერ გათვლის ყველა ფაქტორს, მოქმედება კი ოდესმე საჭიროა. უნდა გარისკონ მათ, რომლებსაც ეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ და მოქმედების დაწყება მათთვის მხოლოდ დროის საკითხია. დანარჩენებისთვის ეს დღე, უბრალოდ, არაპროგნოზირებული მოვლენებით იქნება გამორჩეული.
კურო: თქვენს საქმიანობაში გარდამტეხი მომენტი დგება. სულ მალე თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები და გზები გაიხსნება. მაგრამ ეს მხოლოდ მათ ეხება, ვინც მიისწრაფვის ამისკენ, მზადაა გარისკვისთვის და გულხელდაკრეფილი არ ზის. ასეთ შემთხვევაში უნდა იფიქროთ გლობალურ ნაბიჯებზე, როგორიცაა ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, დრო მიდის, ცხოვრება კი ერთ ადგილზე არაა გაჩერებული.
ტყუპი: შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს იღბლიანი შესაძლებლობა, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ამის წყალობით რაღაც მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება შესაძლებელი გახდება. ამავე დროს, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ იღბლიანი შანსი ხმაურით არ მოგადგებათ კარზე. თქვენ თვითონ უნდა იყოთ ყურადღებით, დააკვირდეთ და მოუსმინოთ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. ასეთ შემთხვევაში ფორტუნა გვერდით არ ჩაგივლით.
კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენთვის უჩვეულო საქმიანობა მოგიწიოთ. ამის მიზეზი, შესაძლოა, ვითარებიდან გამომდინარე აუცილებლობა გახდეს, ან გეგმების ჩაშლა და ამის გამო შექმნილი ქაოსი. ასეა თუ ისე, დღეს მოგიწევთ გზადაგზა იმპროვიზირება და ისეთი საკითხების გადაჭრა, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. ეს თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შეიტანს და გასართობადაც კი მოგეჩვენებათ.
ლომი: დღეს ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ კარიერაზე იფიქროთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ. თუ მოქმედებების გეგმა არა გაქვთ, ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროთ – სჯობს საღამოს, სახლში. სამუშაო ადგილზე კი მოვლენების მიმდინარეობას ადევნეთ თვალი – შესაძლოა, გაჩნდეს შანსი, აჩვენოთ ყველას, თუ რა შეგიძლიათ.
ქალწული: შესაძლოა, დღეს ნაბიჯის უკან გადადგმა დაგჭირდეთ და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ წინ წახვიდეთ. შესაძლოა, გარედან ჩანდეს, რომ უკან იხევთ, ნებდებით, მაგრამ ხანდახან ეს ჯობია წლობით დაკეტილ კარზე უშედეგოდ კაკუნს. დღევანდელ პოზიციების დათმობას არაფერი აქვს საერთო გაქცევასთან, ეს უფრო ამოსუნთქვაა ბრძოლაში, რომლის შედეგი გაურკვეველია. კიდევ გექნებათ ბევრი შესაძლებლობა, რომ კონტრშეტევაზე გადახვიდეთ და წინ გაიჭრათ.
სასწორი: დღეს საინფორმაციო კოლაფსი გელოდებათ – არის ვარაუდი, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციებს წააწყდეთ. შესაძლოა, თქვენ წინ ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებული ამოცანა დადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ გზადაგზა გარკვევა, როგორ იმოქმედოთ. თუ ამას მოახერხებთ, გარშემომყოფების თვალში დამაჯერებელ ქულებს ჩაიწერთ.
მორიელი: დღეს შეიძლება ძალზე მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ მას მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაში შეიძლება რაღაც იმალებოდეს. შესაძლოა, ვიღაც მახეს გიგებდეთ და სამოთხეს გპირდებოდეთ იქ, სადაც მხოლოდ ეკალბარდები იზრდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს გაასმაგებული ყურადღება და სიფრთხილე გჭირდებათ, რომ ვინმეს ხაფანგში არ მოხვდეთ. გახსოვდეთ – ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.
მშვილდოსანი: თქვენი გეგმები დღეს შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ეს, შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდეს, ან სულაც თქვენ გამო. ასეა თუ ისე, ვითარება თქვენგან ცვალებად გარემოებებზე მორგებასა და გზადაგზა მოქმედებას მოითხოვს. თუ ამას მოახერხებთ, შეძლებთ ნებისმიერი ცვლილების თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებას. მთავარია, მოულოდნელობებისგან არ გაშეშდეთ, როდესაც უკვე მოფიქრებული გეგმა ჩავარდება, და იმოქმედოთ.
თხის რქა: სულ მარტივი საქმის გაკეთების სურვილიც კი არ გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მიიღოთ ეს სიტუაცია და არ შეეწინააღმდეგოთ – თქვენს ორგანიზმს ამოსუნთქვა სჭირდება. ამ ბოლო დროს, ფაქტობრივად, არ დაგისვენიათ და გადაიღალეთ. სწორედ ამაზე შეიძლება მეტყველებდეს თქვენი აპათიური მდგომარეობა. თუ დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ და ახალი ენთუზიაზმით შეუდგებით მუშაობას – უკვე მომდევნო დღიდან.
მერწყული: თუ ატყობთ, რომ უკვე მომწიფდა სიტუაცია, შეგიძლიათ გარისკოთ ნებისმიერ საქმეში. ხანდახან რისკი აუცილებელია. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს რისკი კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს. იღბალი მის გვერდით იდგება, ვინც ამით ბოროტად არ ისარგებლებს და თავის დაზღვევა შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბედს მიენდეთ, მაგრამ თქვენც გონივრულად იმოქმედეთ. ასეთ შემთხვევაში მოგების იმედი გქონდეთ.
თევზები: დღეს თქვენში უზარმაზარი პოტენციალია. ენერგიის, კომუნიკაბელურობისა და შემტევი ხასიათის წყალობით პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. მთავარია, არ იწრიალოთ აქეთ–იქით და არ ეცადოთ, რომ ყველა საქმეს ერთდროულად მოჰკიდოთ ხელი. დღეს წარმატების გასაღები თქვენს უნარშია, რომ ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული გამოარჩიოთ, დანარჩენს ყურადღება არ მიაქციოთ და ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვეთ.