თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჯამში 21.400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა.
გამოძიების პროცესში ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.