გურიაში სამეურნეო ნივთების ქურდობისთვის ორი მამაკაცია დაკავებული

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 4- დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 36 და 24 წლის მამაკაცებმა სხვადასხვა დროს 10-მდე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც წაიღეს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.