თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისა და ადევნების ბრალდებით ქუთაისში ადვოკატი ლევან ჭელიძე დააკავეს, იუწყება „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ცნობით, მას სამართალდამცველები გამოცემა „ქუთაისი თუდეის" ხელმძღვანელის სერგი ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობასა და ადევნებას ედავებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე და 151-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშული 2 -დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.