რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარებმა მიიღეს საზენიტო სარაკეტო სისტემების С-500 ახალი თაობის „პრომეთე“. მან პერსპექტიული სისტემებით ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინაღმდეგო ჯარების აღჭურვას საჰაერო კოსმოსური ძალების განვითარების პრიორიტეტი უწოდა.
შორი მოქმედების უნივერსალური „პრომეთე“ სერიულ წარმოებაში უკვე ჩაშვებულია და შარშან ჯარებმა მიიღეს იგი შეიარაღებაში. საზენიტო სარაკეტო სისტემა С-500 საჰაერო კოსმოსური შეტევისაგან დაცვის ნაციონალური სისტემის საფუძვლად ითვლება. და მუდმივად სეულყოფას განიცდის, „შეერთებული შტატების და მათი მოკავშირეების მიერ შექმნილი საფრთხეების შესაბამისად“.
ჩინეთის უმსხვილესმა საინფორმაციო რესურსმა Sohu„პრომეთეს“ საბრძოლო ეფექტიანობით გულწრფელი აღფრთოვანება გამოხატა: „ უკრაინის შეიარაღებული ძალების 24 გამანადგურებელი წამში იყო განადგურებული!“. „პრომეთეს“ მიერ მიზნის განადგურების ალბათობა 95 პროცენტს შეადგენს. დღესდღეისობით, იგი არის მაღალ სიჩქარიანი ზებგერითი რაკეტების ჩაჭრის ერთადერთი საშუალება მსოფლიოში.
ამერიკული ჟურნალი Millitary Watch-ის მონაცემებით, „პრომეთეს“ უბრალოდ, შეუძლია აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები საწვავის, კავშირისა და ნავიგაციის გარეშე დატოვოს.
„როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა ადრე განაცხადა, რომ იქნმება სისტემა С-550, რომელიც С-500-სგან „ნებისმიერი მიზნის“ აღმოჩენის და განადგურების უფრო მეტი სიშორით განსხვავდება. იგი გახდება რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვის მსოფლიოში პირველი სპეციალიზირებული მობილური სისტემა, რომელსაც შეეძლება, ეფექტიანად გაანადგუროს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე