ჰოკეი: საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ სამი მატჩი ელის
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის მატჩში ახალი ზელანდიის გუნდთან ანგარიშით 2:6 დამარცხდა.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებს ანგარიშით 7:1 მოუგო. საქართველოს ნაკრებს კიდევ სამი მატჩის გამართვა მოუწევს - ნაკრები 25 აპრილს თურქეთს, 27 აპრილს ტაივანს, 28 აპრილს კი ბელგიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებიდან გოლი გაიტანეს ბუკიამ და ხარიზოვმა.
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი მეორე დივიზიონში ორ ქალაქში ბელგრადსა და სოფიაში ტარდება. ბელგრადში А ჯგუფის გუნდების მატჩები იმართება, სოფიაში კი В ჯგუფის. ჩემპიონატი 28 აპრილს დასრულდება.
გასულ წელს საქართველოს ჰოკეის ნაკრები ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში ასპარეზობდა და ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართული ჰოკეის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში პირველად 2014 წელს მონაწილეობდა (მესამე დივიზიონში), სადაც ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა.