თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 25 აპრილის 11:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 25 აპრილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო 25 აპრილის 11:00 საათიდან 26 აპრილის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის I და II კვარტლის, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის I კვარტლის, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის და მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის მოსახლეობას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.