თბილისი, 24 აპრილი -Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 23 წლის გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა. შეხვედრისას, ქალი საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა.
2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.
დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმის მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მისი მობილურ ტელეფონიდან ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.
დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტომასალა. ასევე დადგინდა 2,5 ათასი მომხმარებლისგან შემდგარი „ტელეგრამ-ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.