თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის მატჩში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 7:1 დაამარცხა.
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი მეორე დივიზიონში ორ ქალაქში ბელგრადსა და სოფიაში ტარდება. ბელგრადში А ჯგუფის გუნდების მატჩები იმართება, სოფიაში კი В ჯგუფის. ჩემპიონატი 28 აპრილს დასრულდება.
საქართველოს ნაკრებს კიდევ ოთხი მატჩის გამართვა მოუწევს - ნაკრები 23 აპრილს ახალ ზელანდიას, 25 აპრილს თურქეთს, 27 აპრილს ტაივანს, 28 აპრილს კი ბელგიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს: ივან კარელინმა, ვიტალი ძიოვმა, არტიომ პოზიულინმა, არტიომ კურბატოვმა, ბორის პოჩკინმა, ოლივერ ობოლგოგიანმა, ივან მაროვმა.
გასულ წელს საქართველოს ჰოკეის ნაკრები ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში ასპარეზობდა და ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართული ჰოკეის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში პირველად 2014 წელს მონაწილეობდა (მესამე დივიზიონში), სადაც ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა.