თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2024 წლის იანვარი-მარტში საქართველომ 1,3 მლნ საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 1 მილიონამდე ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით გაიზარდა - ქვეყანამ 2019 წლის მაჩვენებლები 80,4%-ით აღადგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 938,6 ათასი იყო ტურისტული, რაც 11%-ით მეტია გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე და 6,4%-ით მეტი 2019 წლის იანვარი-მარტის მონაცემებზე.
ვიზიტები საქართველოში
2024 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა - 254,6 ათასი, რაც 17,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან და 26,5%-ით მეტი 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2024 წლის იანვარი-მარტი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა,% |
თურქეთი | 254,6 | 17,6 |
რუსეთი | 215,5 | -16,1 |
სომხეთი | 191,8 | 5,1 |
აზერბაიჯანი | 51,5 | 27,5 |
ისრაელი | 46,8 | 4,5 |
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 60,5% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 38,7% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 307,6 ათასმა ვიზიტორმა ისარგებლა.