სვანეთში მეწყერი ჩამოწვა

ლაშენის მახლობლად ჩამოწოლილი მეწყერის გამო აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ლაშენში, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულმა მეწყერმა საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა.
მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ცნობით, მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„გზა უახლოეს რამდენიმე საათში გაიწმინდება, ჩართულია მძიმე ტექნიკა“, - განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.