სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას რუსეთის უსაფრთხოების ზონად მთელი უკრაინა უნდა გახდეს. კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დემილიტარიზაციის ამოცანების გადაჭრისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ხარკოვი და ჩრდილო უკრაინის სხვა დიდი ქალაქები. რუსეთის ჯარების ახალი დაჯგუფების - „სევერის“ გამოჩენა ერთობ აუცილებელი და დროული ჩანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სევერი“ მოქმედებს ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის ოლქების ტერიტორიებზე, ანუ ბანდერელების მიერ კონტროლირებადი მოსაზღვრე ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთით...
დაჯგუფებაში შედიან უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ქვედანაყოფები, აგრეთვე როსგვარდიისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები, რომელთაც გააჩნიათ სადაზვერვო და დამრტყმელი საშუალებები.
დაჯგუფება „სევერის“ ჯარები, ავიაციის და არტილერიის მხარდაჭერით, ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. .. „სევერის“ რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი „კრასუხა“ ზემოქმედებას ახდენს უკრაინულ რადარებზე და ხელს უშლის მოწინააღმდეგეს, აწარმოოს საჰაერო (რადიოელექტრონული) დაზვერვა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხარკოვის ოლქს „ცხელი“ პერიოდი ელის... რუსული ჯარების მოსალოდნელ ზაფხულის შეტევაში, „სევერს“ აქვს სრულიად კონკრეტული ამოცანები. შემთხვევითი არაა, რომ დასავლელი ექსპერტები (ომოს შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ჩათვლით) პანიკამ მოიცვა. ისინი თვლიან, რომ ახალი დაჯგუფების მიზანი ხარკოვის განთავისუფლებაა.
გარკვეული ლოგიკა ამაში არის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს კიევის რეჟიმი, რუსეთის უსაფრთხოების ზონის შექმნას.
დაჯგუფება „სევერის“ ჩამოყალიბება მრავლის მეტყველია. ბანდერეველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „უსაფრთხოების ზონა“ თავისთავად არ გაჩნდება. რუსეთის ჯარები წარმატებით ანადგურებენ უკრაინის ჯავშანტექნიკასა და არტილერიას ჩერნიგოვში და სუმის ოლქში, ასევე ფრონტის ორ მონაკვეთზე დონბასში.
აშშ-ში და ნატოს სხვა ქვეყნებში უკვე მიხვდნენ, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები უზრუნველყოფენ რუსული არმიის გამარჯვებას პროქსი-ომში, იმისდა მიუხედავად, თუ რა რადენობის და ხარისხის იარაღს მიაწვდის დასავლეთი კიევის რეჟიმს.
ამერიკული გაზეთი The New York Times აღნიშნავს: „პუტინის მიზანია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი“ (ხარკოვი). უკრაინა ვერაფრით პასუხობს რუსული ჯარების ეფექტურ ტაქტიკასა და ძალას, რომლებიც ანადგურებენ უკრაინულ პოზიციებს და წინ მიიწევენ.
უკრაინას არ ჰყოფნის საბრძოლო მარაგები, გაწრთვნილი ჯარები და ჰაერსაწინაღმდეგო საშუალებები. დასავლეთის რესურსები ჩვეულებრივი შეიარაღების ნაწილში, პრაქტიკულად, ამოწურულია. აშშ-სა და ნატოს მიერ პრიორიტეტად დეკლარირებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიტი, მხოლოდ კომფორტული საბაბია, რომ შეწყვიტონ ურკაინისათვის იარაღის მიწოდება, და სახის შენარჩუნების უსუსური მცდელობაა.
გამოცემა Politico ასკვნის: „უკრაინა წაგებისკენ მიდის“, „დღევანდელი სახით უკრაინა წარსულში დარჩება“...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე