სად ჩატარდება თბილისში „ტოტალური კარნახი"?

აქციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ღონისძიების ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი - 2024“ თბილისში რუსული ენის ცენტრ „აზბუკაში“ 20 აპრილს გაიმართება.
„ტოტალური კარნახი“ - ყველა მსურველისთვის ნებაყოფლობითი კარნახის ფორმატის ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა. პირველად ღონისძიება 2004 წელს ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „ტოტალური კარნახის" მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ასევე გაუღვიძოს ცოდნის ამაღლების ინტერესი.
„ტოტალური კარნახში“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ღონისძიების ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და აქციაში მონაწილეობის ადგილად თბილისის არჩევა. ღონისძიება ბესიკის №4-ში, 14:00 საათზე დაიწყება.
აქციის 20 წლისთავთან დაკავშირებით „კარნახის" ტექსტი მწერალმა ანა მატვეევამ მოამზადა. წელს თბილისში ტექსტს წაიკითხავს ცენტრ „აზბუკას“ რუსული ენის მასწავლებელ-მეთოდოსტი ნატალია მოსინა.