რუსეთის ჯარი უკრაინულ ფრონტზე დომინირებს და ბრძოლებით მიიწევს წინ ავდეევკის დასავლეთით და ფრონტის მარიინსკის მონაკვეთზე. უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს დიდი დანაკარგები აქვს როგორც ცოცხალ ძალაში, ისევე ტექნიკაში.
გარდა ამისა, ხდება მათი ფსიქოლოგიური და მორალური დეგრადაცია. კიევის რეჟიმის უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკიც კი აღიარებს, რომ ჯარები ფრონტის ხაზიდან გარბიან, ხოლო მობილიზებული რეზერვები მასიურად უჩინარდებიან საზღვარგარეთ. დასავლეთში წინასწარმეტყველებენ უკრაინის არმიის მოახლოვებულ კოლაფსს, რომლის კომპენსაციაც მობილიზაციით, იარაღით და ფულით შეუძლებელია.
პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიმ შესჩივლა ჟურნალისტებსა და უკრაინელ სტუდენტებს, რომ მოღალატე დეზერტირებმა საბრძოლო პოზიციები მიატოვეს და მასიურად ტყვედ ჩაბარდნენ. ამის გამო, უკრაინული არმიის ქვედანაყოფების ნაწილი ალყაში აღმოჩნდა და ლიკვიდირებული იქნა...
„მძიმე“ მობილიზაციის უკუეფექტი
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ აღიარა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე, რუსეთის შეტევის გააქტიურების ფონზე, „სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და კრიზისიდან გამოსავალი არ არის. ფრონტზე უკრაინული არმიის კოლოსალური დანაკარგების შემდეგ, უმაღლესმა რადამ 11 აპრილს დემობილიზაცია გააუქმა, რომელიც იყო გათვალისწინებული ჯარში სამი წლის მსახურების შემდეგ.
მან ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე დემობილიზაცია “დაუშვებელი ფუფუნებაა“. მანამდე ზელენსკიმ ხელი მოაწერა წვევამდელებისა ასაკის შემცირებას - 27-დან 25 წლამდე. უკრაინული ჯარების და სამობილიზაციო რეზერვის რეაგირება ამაზე უკიდურესად ნეგატიური იყო“.
„მარადიული“, „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ომის, აშშ-ს და ნატოს ინტერესებისათვის, ძირს უთხრის სამხედროების მორალურ შემართებას, ამწვავებს კრიზისულ მოვლენებს საზოგადოებაში. დასავლეთ უკრაინაში მთელი პოლკები ეძებენ გზებს, რომ სამუდამოდ გაუჩინარდნენ ევროზონის ჯერ კიდევ უსაფრთხო ტერიტორიებზე.
ყვავის საზღვრის არალეგალური გადაკვეთის შუამავლების „ბიზნესი“ - თითო კაცზე ფასმა 10 ათას დოლარამდე მოიმატა. რუმინეთის ხელისუფლება იუწყება, რომ მათთან, მდინარე ტისის ნაპირზე, არალეგალურად 6000 მამაკაცი გადავიდა. ბევრი უკრაინელი წყალში დაიხრჩო...
აშშ-ს კონგრესი აპირებს, განიხილოს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფა ცალკე ომში მყოფი ისრაელისგან, თუმცა, ესეც დიდი შველა, სავარაუდოდ, არ იქნება. დასავლეთი ნათლად აცნობიერებს „უკრაინული ძალებისა და რუსეთის გარღვევის რისკს“. დამარცხებაში ინვესტირება - უაზრობაა. ადრე თუ გვიან, ვაშინგტონს მოსკოვთან მოლაპარაკება მოუწევს. რუსეთის გამარჯვების შესაძლებლობას აღნიშნავს Berliner Zeitung. აშშ განიხილავს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას რუსეთის პირობებით...
კიევის რეჟიმი ჯერ კიდევ „დასავლეთის კმაყოფაზეა“. მაგრამ ირანის და ისრაელის მრავალწლიანი კონფლიქტის ესკალაცია და დასავლური „ორმაგი სტანდარტები“ აშკარად აჩქარებენ აშშ-ს „უკრაინული პროექტის“ მოძრაობას ისტორიის გზისპირისკენ. დასავლეთის ეკონომიკა რუსეთთან და მსოფლიოს მრავალპოლარულობასთან ხანგრძლივ ომს „ვერ ქაჩავს“.
ჟურნალი The American Conservative წერს: „რუსეთის სახელმწიფო აღმოჩნდა ზედმეტად დიდი, მისი რესურსები მეტისმეტად მძლავრი, ხოლო მისი საერთაშორისო გავლენები - ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი ეფექტური იზოლირება. ეს არა მხოლოდ სერიოზული პოლიტიკური ჩავარდნაა, არამედ უარის აუცილებლობა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საფუძვლებზე“. კიევის რეჟიმის დამარცხება იქნება „კვაზირელიგიური“ ამერიკული „განსაკუთრებულობის“ პერიოდის დასრულება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე