თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით შემცირდა და 4,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის"
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 5,3%-ით ნაკლები.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მარტში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | Рост, % |
ექსპორტი | 1 325,7 | -9,3 |
იმპორტი | 3 373,6 | -5,3 |
სულ | 4 699,4 | -6,5 |
ექსპორტმა 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 9,3%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2024 წლის იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,5%-ით ნაკლებია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 12,5%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით და 21,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან გასულ წელს 6,1 მლრდ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 9,1%-ით მეტია.
2023 წელს ქვეყანაში 15,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით 14%-ით მეტი.