თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 35,8%-ით შემცირდა და 806 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარ-მარტში
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 182,8 | -73,1 |
იტალია | 134,9 | 10,7 |
აშშ | 124,0 | 30,5 |
საბერძნეთი | 37,5 | 6,4 |
ისრაელი | 59,3 | 13,6 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 182,8 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 22,7%-ია.
მარტში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის მარტში 36,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 278,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2024 წლის მარტი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 53,0 | -76,3 |
იტალია | 46,7 | 7,5 |
აშშ | 44,8 | 24,3 |
ისრაელი | 21,1 | 12,5 |
საბერძნეთი | 21,0 | 7, |
მარტში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 53 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19%-ია.მიმდინარე წლის მარტში რუსეთიდან 76,3%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 84,1მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია.