UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მომავალი მეტოქე დაასახელა

27 წლის ილია თოფურიამ 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, 27 წლის ილია თოფურიას მოწინააღმდეგე ქვემსუბუქ წონაში მაქს ჰოლოუეი იქნება.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
„ყველაფერი ნათელია, შემდეგ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩავატარებ. გილოცავ, ისიამოვნე ამ დღით, თუმცა ჩემთან დაპირისპირების შემდეგ ქამარი თავის ადგილზე დაბრუნდება“, – განაცხადა თოფურიამ.
ამ მომენტისთვის ამერიკელი მაქს ჰოლოუეის MMA-ის კარიერაში 27 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. იგი 2017 წელს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და ქამარი სამჯერ დაიცვა. ჩემპიონის ტიტული მან 2019 წელს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დაკარგა.
რაც შეეხება თოფურიას, 27 წლის ქართველი MMA-ში დაუმარცხებელია (15-0). ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ის თებერვალში სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ გახდა.
ჯერჯერობით, UFC-ის ბრძოლის თარიღი ოფიციალურად არ დაუნიშნავს.
რაც შეეხება თოფურიას, 27 წლის ქართველი MMA-ში დაუმარცხებელია (15-0). ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.