საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დასწრების უფლება ექნებათ მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეულ პირებს.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ვიზიტორების შესვლა შეიზღუდება, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე", - ნათქვამია განცხადებაში.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დასწრების უფლება ექნებათ მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეულ პირებს.
შეზღუდვების მიზანი პარლამენტის შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.
ორშაბათს, 10:00 საათზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს.