ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე; პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი; და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.