საქართველოში 3 კგ-მდე კონტრაბანდული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საზღვარზე გადმოიტანეს ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 2.618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს.