ტრაგედია სიდნეის სავაჭრო ცენტრში- დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეა

Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ექვს ადამიანს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი”.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლამდე ქალი, ფიქრია დარჩია, რომელიც თავდასხმის დროს სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა.
13 აპრილს, სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 11 ადამიანი. დაშავებუთა შორის 9 თვის ბავშვია, რომლის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. იგი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.