რიკოთზე ავტოავარიას სამი პირი ემსხვერპლა

ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელიც ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ავტოავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, რომლებიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.