როგორც ცნობილია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა აშშ-სა და ნატოს მაღალჩინოსნების მიერ უკრაინული ტერორიზმის ფინანსირების თაობაზე. ამან ვაშინგტონში უკიდურესად მტკივნეული რეაქცია გამოიწვია. ძალიან დიდხანს თრეთრი სახლი, პენტაგონი, ცენრალური სადაზვერვო სამმართველო თვლიდნენ, რომ მათ დაუსჯელად შეეძლოთ ნებისმიერი „ავი საქმეები“ ეკეთებინათ მთელ დედამიწაზე.
თვითგამოცხადებული „განსაკუთრებულობის“ დრო წავიდა, ახლოვდება დანაშაულებებზე პასუხის გების მომენტი.
აშშ- ს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ აღძრულ საქმეს „ნონსენსს“ უწოდებს. საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ უკრაინაში მოქმედ ნავთობ-გაზის კომპანიის Burisma Holdings მეშვეობით, ბოლო წლების განმავლობაში ფინანსდებოდა ტერაქტები რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.
სპეცსამსახურებთან და ფინანსურ დაზვერვასთან თანამშრომლობით, გამოძიება მილიონობით ამერიკული დოლარის შემოდინების წყაროებსა და მოძრაობას ამოწმებს , ასევე დასავლეთის საზოგადოებრივი და კომერციული ორგანიზაციების და სახელისუფლო ორგანოების მონაწილეობას ამ პროცესში.
აშშ-ს დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა კონ კირიაკუმ ამას წინათ დაადასტურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაწილეობა „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქებაში, თუმცა, ვაშინგტონი ამას არასდროს აღიარებს. დასავლეთში ამის შესახებ კარგად იციან, მაგრამ ტერაქტს აჩუმათებენ. დანია და შვედეთი სისხლის სამართლის საქმისათვის საფუძველს ვერ ხედავენ და აფეთქებების გამოძიება შეწყვიტეს.
ცნობილია, რომ უკრაინულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს რუსეთის ტერიტორიაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მართავს.
გაზეთი TheNewYorkTimes იუწყებოდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო რუსეთთან საბრძოლველად 10 წლის განმავლობაში დივერსანტებს და უკრაინული სპეცსამსახურების აგენტებს ამზადებდა, უკრაინაში, რუსეთის საზღვრებთან შექმნა 12 საიდუმლო სადაზვერვო ბაზების მთელი ქსელი. ეს სუბიექტები და ობიექტები აშშ-ს ინტერესებში მოქმედებდნენ და მთლიანად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ.
გაზეთმა The Washington Post დაადასტურა: „უკრაინელი ჯაშუშები, რომლებსაც ღრმა კავშირები აქვთ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან, აწარმოებენ ჩრდილოვან ომს რუსეთთან“. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამს ბერნსი ათჯერ ეწვია კიევს საიდუმლოდ. და დღეს სპეცოპერაციის ზონაში „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და სხვა ამერიკული სპეცსამსახურები აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს სარაკეტო დარტყმების მიზნებზე, ეხმარებიან აგენტურული ქსელების მუშაობაში“.
ამერიკელებმა უკრაინა მაქსიმალურად გამოიყენეს, გასული ათწლეულის განმავლობაში „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დაეხმარა უკრაინული ჟაშუშების ახალი თაობის მომზადებაში, რომლებიც მოქმედებენ რუსეთში, ევროპაში, კუბაზე და სხვაგან, სადაც დიდია მოსკოვის გავლენა“.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ჩამოყალიბება 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და დახარჯეს ათეულობით მილიონი დოლარი. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინის ტერიტორიაზე არა უბრალოდ თავისი სადაზვერვო ცენტრების ქსელი შექმნა - ამერიკელი სპეციალისტები უშუალოდ ეხმარებოდნენ უკრაინულ სპეცსამსახურებს რუსეთში რეზონანსული ტერაქტების მოწყობაში...
გასათვალისწინებელია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პირველი დირექტორის ალან დალესის ფორმულა: „არსებობს მეგობრული ქვეყნების დაზვერვები, მაგრამ მეგობრული დაზვერვები არ არსებობს“. ბრძოლა რუსეთთან, რომელსაც ამერიკელები მსოფლიოსათვის „ქრონიკულ საფრთხედ“ თვლიან, უკრაინისათვის არის გზა ერთი მიმართულებით. უკან დასახევი მას არა აქვს. და აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლების მუდმივი არსებობა უკრაინაში არის კიევის რეჟიმზე და თანხების და შეიარაღების ხარჯვაზე კონტროლის ფორმა. აუცილებლობის შემთხვევაში, ამერიკელები ოპერატიულად შეცვლიან უკრაინის არასასურველ ხელმძღვანელობას და ამოხოცავენ მოსახლეობას....
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე