მრგვალი მაგიდა: „მოსკოვი-თბილისი – სახალხო დიპლომატიიდან პოლიტიკურ დიალოგამდე“ - ვიდეო

საქართველოს დედაქალაქში მრგვალი მაგიდა „მოსკოვი-თბილისი - სახალხო დიპლომატიიდან პოლიტიკურ დიალოგამდე“ გაიმართა, სადაც შვიდმა ექსპერტმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა— რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განიხილა.
Sputnik
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ქაჯაიაგახდა. მოსახლეობასაინტერესებს, როგორიმოქმედებს ეს საქართველოსა და რუსეთსშორისდიპლომატიურიურთიერთობების„სტაგნაციაზე“.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა რუსეთთან ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს — დაწყებული პოლიტიკით და გასრულებული ეკონომიკით.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რუსეთში კი უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. გამომსვლელებმა იმსჯელეს, მოახდენს თუ არა გავლენას ორი ქვეყანაში არჩევნები დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
გამომსვლელები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია დიალოგის განვითარებისთვის.
როგორც გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრები უბრალოდ აუცილებელია, ვინაიდან რეალურად მხოლოდ დიალოგში შეიძლება დაშვებული შეცდომების პოვნა.