მრგვალი მაგიდა: დედაენის დღე

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში პარასკევს, 12 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება
Sputnik
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ქართული სახელმწიფო ენაა საქართველოში. მსოფლიოში ამ ენაზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
თანამედროვე ქართულ ენას აქვს 17 დიალექტი, მათ შორისაა ქართლური, კახური (ისინი ქმნიან სალიტერატურო ენის საფუძველს), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული და ა.შ.
როგორ „იცავენ“ საქართველოში სახელმწიფო ენას ბარბარიზმებისგან? როგორია მოსახლეობის ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი? რა ღონისძიებები ტარდება ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის ათვისების კუთხით? როგორ ინარჩუნებენ მშობლიურ ენას ქართველი ემიგრანტების შვილები? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს მრგვალი მაგიდის მონაწილეები განიხილავენ:
პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე;
პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი;
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.