თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უკრაინის ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ უკრაინულ საზოგადოებას გაყოფს, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, ამბობს რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრ დუბინსკი.
„მობილიზაციის შესახებ კანონი იქნება ის წყალგამყოფი, რის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება. ერთ მხარეს არის პრეზიდენტის ოფისი და მისი ოპრიჩნიკები დეპუტატების, ჩინოვნიკების, პოლიციისა და ყველა ამ bab-shmab-sbu-s სახით, მეორეზე — ხალხი. ყველა. ოპრიჩნინის მიზანია ყველას ჯარში წაყვანა და ამით ძალაუფლების შენარჩუნება. ყველა დანარჩენის მიზანი კი გადარჩენაა", — წერს დუბინსკი თავის Telegram-არხზე.
უკრაინამ 11 აპრილს მიიღო კანონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის გამკაცრების შესახებ. ახალი კანონი სამხედრო სამსახურში მყოფ უკრაინელებს ავალდებულებს, მობილიზებიდან 60 დღის ვადაში დარეგისტრირდნენ სამხედრო კომისარიატებში. გარდა ამისა, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს მოეთხოვებათ, თან იქონიონ სამხედრო სააღრიცხვო დოკუმენტები და წარმოადგინონ ისინი ხელისუფლების მოთხოვნით.