თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონი მობილიზაციის შესახებ არც არმიას აწყობს და არც უკრაინას, განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა მიკოლა აზაროვმა.
„ზელენსკიმ მოახერხა მობილიზაციის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის შემოღება, რომელიც არც არმიას აწყობს და არც უკრაინელებს. მან სამხედროებს არც როტაცია მისცა და არც დემობილიზაცია. ხოლო უკრაინელი მამაკაცები, ტოტალური და დრაკონული მობილიზაციით, „სახარჯად გაუშვა“, — წერს ის Telegram-არხზე.
უკრაინამ 11 აპრილს მიიღო კანონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის გამკაცრების შესახებ. ახალი კანონი სამხედრო სამსახურში მყოფ უკრაინელებს ავალდებულებს, მობილიზებიდან 60 დღის ვადაში დარეგისტრირდნენ სამხედრო კომისარიატებში. გარდა ამისა, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს მოეთხოვებათ, თან იქონიონ სამხედრო სააღრიცხვო დოკუმენტები და წარმოადგინონ ისინი ხელისუფლების მოთხოვნით.