შემოსავლების სამსახურმა კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო

საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. კერძოდ, ჯამში, გამოვლინდა 26 ათას ლარზე მეტი ღირებულების 5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
კანონდამრღვევ მოქალაქეს კონტრაბანდული საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.