მოსაზრება: ბაიდენის უკანასკნელი ამოსუნთქვა - Patriot-ის მაგივრად ანტიკვარული HAWK

Sputnik
აშშ კიევის რეჟიმს მოჰყიდიან 138 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას, ადრე გადაცემული საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის HAWK მომსახურებისთვის (მოდერნიზაციისთვის). ეს კომპლექსები ამერიკულ ჯარში გამოჩნდა 1960 წელს, ჩამოიწერა 20 წლის წინ და 2022 წელს უკრაინას მიეწოდა.
ჩამოწერილი საზენიტო რაკეტების HAWK- ისთვის ძებნა უწევთ ტაივანში და სხვა ქვეყნებში.
ვლადიმირ ზელენსკი დასავლელ პატრონებს რამოდენიმე თვე ეხვეწებოდა Patriot -ის 25 – 50 ბატარეის გადაცემას. თავდაპირველად, აშშ და ევროპელი მოკავშირეები სულ ხუთს დაპირდნენ. რამდენიმე Patriot რუსული იარაღის დარტყმებისგან განადგურდა.
აღსანიშნავია, რომ Patriot-ის თითო ბატარეის ფასი 1 მილიარდ დოლარს აღემატება. სხვადასხვა მოდიფიკაციის საზენიტო რაკეტების ერთეულები იყიდება 3-5 მილიონ დოლარად. როგორც ჩანს, ვაშინგტონი და ბრიუსელი მზად არ არიან, ათეულობით და ასეულობით მილიარდი დოლარი დახარჯონ ურკაინის ცის ჰიპოთეტურ „განბლოკვაზე“...
ამერიკულ არმიას შეიარაღებაზე Patriot- ის სულ 60-მდე ბატარეა გააჩნია. მოკავშირეებს კი - გაცილებით ნაკლები. აშშ-ს სამრეწველო სიმძლავრეები საშუალებას იძლევა, ყოველწლიურად საზენიტო სარაკეტო კომლექს Patriot-ის 3-4 ბატარეა აწარმოოს.
შემთხვევითი არაა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში Patriot-ის და მისთვის საბრძოლო მარაგების რეზერვები ამოიწურა...
დასავლეთის სამხედრო დახმარების „პაკეტების“ მოცულობა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოთხოვნილებებს მინიმალურადაც კი არ პასუხობს. საზენიტო სარაკეტო კომპლექსების HAWK და Patriot-ის გამოყენება განსხვავდება არა იმდენად სამიზნეების განადგურების სიშორით (40 და 80 კმ), რამდენადაც მობილურობით, ოპერატიულობით და ეფექტიანობით.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული წინააღმდეგობის პირობებში, ანტიკვარული კომპლექსი HAWK, ერთი რაკეტით სამიზნის განადგურების 50-პროცენტიანი ალბათობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მხოლოდ იმიტაციას ქმნის...
დასავლური იარაღის მიწოდება უკრაინისათვის სულ უფრო რიტუალურ ხასიათს იძენს.

სტუმარი წარსულიდან

საზენიტო სარაკეტო კომპლექსი HAWK (Homing All the Way Killer) თავდაპირველად თვითმფრინავების გასანადგურებლად იქმნებოდა, მოგვიანებით კი მისი მოდერნიზაცია მოხდა - რაკეტების ჩასაჭრელად. კომპლექსის ეფექტიანობა უპილოტო და თანამედროვე ფრთოსან რაკეტებთან ბრძოლაში დამტკიცებული არ არის.
ექსპლუატაციის 40 წლის განმავლობაში, აშშ-ს ჯარს საზენიტო სარაკეტო კომპლექსი HAWK მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გასანადგურებლად არც ერთხელ არ გამოუყენებია. უფრო აქტიურად კომპლექსს შეიარაღებული კონფლიქტების მსვლელობისას ისრაელი და არა ერთი არაბული ქვეყანა იყენებდნენ.
საზენიტო სარაკეტო კომპლექსები HAWK მიეწოდებოდა ევროპის 25 ქვეყანას, ასევე ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს. საერთო ჯამში, დამზადებული იყო კომპლექსის რამდენიმე ერთეული და დაახლოებით 40 ათასი რამდენიმე მოდიფიკაციის რაკეტა.
HAWK-ის საბაზო ვარიანტს შეეძლო ერთდრულად განეხორციელებია თავდასხმა მხოლოდ ერთ სამიზნეზე, რაც იმთავითვე ზღუდავდა მის საბრძოლო შესაძლებლობებს. კიდევ ერთი მისი სერიოზული ნაკლი იყო დაბალი რესურსი. ანუ, ელექტრონიკის ცალკეული ელემენტები მწყობრიდან მუშაობის 40-45 საათის შემდეგ გამოდიოდა. სამმა მოდერნიზაციამ ყველა პრობლემა ვერ გადაწყვიტა, თუმცა, რადიოელექტრონიკის რესურსი 170 საათამდე გაზარდა. ..
HAWK -ის საუკეთესო დრომ ჩაიარა, კომპლექსი დაძველდა და ბევრ ქვეყანაში ჩამოიწერა.
ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) წარმომადგენელმა თითქმის ორი წლის წინ გულწრფელად განაცხადა, რომ კომპლექსები HAWK, ფაქტობრივად, „სამუზეუმო ექსპონატებია“...
აშშ-ს და ნატოს შესაძლებლობები, კიევის რეჟიმი შეაიარაღოს, ტექნოლოგიურად ფრიად შეზღუდულია.
გამოცემა The Times იუწყებოდა, რომ დასავლეთს არანაირი შანსი არ გააჩნია, რუსეთს ომი მოუგოს. „ნატოს სამეთაური სტრუქტურაში სრული ქაოსია. შეიარაღების მარაგები ძალიან მწირია, ლოგისტიკა არამდგრადი, ინფრასტრუქტურა არაადექვატურია, თავად აღჭურვილობა კი მოძველებული. ნატოს წევრ ქვეყნების გათვლებს, ჰიპოთეტურ სამხედრო კონფლიქტში დაემარცხებინათ რუსეთი, რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვს. ევროპასა და აშშ-ში ადექვატურად ვერც მოსკოვის შესაძლებლობებს აფასებენ და ვერც დასავლეთისას“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე