მსოფლიო დღეს

უკრაინაში მობილიზაციის წესები გამკაცრდა: კანონპროექტი მიღებულია

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. უკრაინამ მიიღო კანონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის გამკაცრების შესახებ, იტყობინება უმაღლესი რადის დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.
„მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მთლიანობაში მიღებულია. მომხრეა 283 [დეპუტატი]“, — დაწერა მან Telegram-არხზე.
წინააღმდეგი იყო ერთმა დეპუტატმა, თავი შეიკავა 49-მა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 18-მა დეპუტატმა.
დოკუმენტის მიზანია, გამკაცრდეს მობილიზაციის ჩატარების წესი, მათ შორის, სასჯელი სამხედრო სამსახურისთვის თავის აცილების გამო.
ახალი პროექტი სამხედრო სამსახურში მყოფ უკრაინელებს ავალდებულებს, მობილიზებიდან 60 დღის ვადაში დარეგისტრირდნენ სამხედრო კომისარიატებში. გარდა ამისა, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს მოეთხოვებათ, თან იქონიონ სამხედრო სააღრიცხვო დოკუმენტები და წარმოადგინონ ისინი ხელისუფლების მოთხოვნით.