თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მეირ გავრცელებულო ინფორმაციაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წაბლის სახეობის 0,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.