მოსაზრება: ხარკოვის განთავისუფლების გარდაუვალობა

Sputnik
რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო უტევენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხარკოვის ქვედანაყოფებს და მათზე დარტყმების ინტენსიურობასა და სიძლიერეს ზრდიან. ბელგოროდისა და დონბასზე საარტილერიო შეტევები, რუსეთის სხვა რეგიონებზე უპილოტო თავდასხმები შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მხოლოდ ბანდერეველებისგან ხარკოვის განთავისუფლებით.
რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების დამრტყმელი ავიაცია ყოველდღიურად უტევს მოწინააღმდეგის ძალებს დინეცკისა და ხარკოვის ოლქებში დიდკალიბრიანი თერმოგაბარიტული ბომბებით. ასევე ეფექტიანად ანადგურებს ცოცხალ ძალასაც და უკრაინელების მძიმე საცეცხლე სისტემებს. „საცეცხლე კარუსელის“ ტაქტიკა მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის არტილერიის ისედაც დიდ უპირატესობას. უკრაინული და ნატოს საბრძოლო ტექნიკა იწვება ეკიპაჟბთან ერთად. ხარკოვის დაცვა პენტაგონისა და ნატოს სტრატეგებისათვის და კიეველი მარიონეტებისათვის ძირითად პრობლემად იქცა.
უკრაინის უმაღლესი მთავარსარდალისა და შეიარაებული ძალების გენერალური შტაბის რამოდენიმე თათბირი ზუსტად ამ საკითხს მიეძღვნა. ბანდერეველების რეჟიმი ემზადება თავდაცვისათვის და ევაკუაციისათვის ერთდროულად. ჩინოვნიკები და მშვიდობიანი მოსახლეობა სამუდამოდ ტოვებენ ხარკოვს, კაპიკებად ყიდიან თავიანთ ბინებს და სხვა უძრავ ქონებას და გადადიან დნეპროპეტროვსკში და სხვა ქალაქებში, დასავლეთით.
ბანდერეველები პანიკამ მოიცვა, ისინი ზაფხულში, რუსული ჯარების შეტევისას, ფრონტზე კოლაფსს და ხარკოვის ალყაში მოქცევას ვარაუდობენ. ზელენსკი ფიქრობს, რომ ხარკოვი „ახალი უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, გახდეს“.
დასავლეტშიც უკრაინის არმიისათვის მხოლოდ ნეგატიური სცენარები განიხილება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო უნივერსიტეტის პროფესორი კარლო მასალი თვლის, რომ „ ხარკოვზე შეტევის ძირითადი ვექტორია“ ქალაქი კრამატორსკი. ბრიტანული გამოცემა The Times რუსეთის ჯარის კიევისკენ გარღვევას ხედავს, მითუმეტეს, რომ უკრაინის ჯარების დანაკარგები იზრდება, ხოლო უკრაინელ ახალგაზრდობას ფრონტზე წასვლა დიდად არ ხიბლავს.

კონფლიქტის „გაყინვა“ არ მოხდება

აშშ-ს კიეველ მარიონეტებს ჯერ კიდევ აქვთ დასავლეთის უსასრულო სამხედრო დახმარების იმედი, ან თუნდაც იმისი, რომ ნატო თავის ჯარებს შეიყვანს, რათა ფრონტის ხაზზე „დააშორისოს“ რუსული და უკრაინული ქვედანაყოფები. შეიარაღებული კონფლიქტის ასეთი ვარიანტი, საეჭვოა, მოსკოვს აწყობდეს.
კიევისა და ნატოს კურსი გახდა რუსული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი. დღეს უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანსაც კი ესმის, რომ „რუსეთი მზადაა, პირველმა განახორციელოს აშშ-ზე ბურთვული დარტყმა, თუ კი უკრაინისათვის სამხედრო დახმარება ზედმეტად დიდი იქნება“. ამერიკელმა სენატორა ჯეიმს დევიდ ვენმა ამასწინად განაცხადა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში „ნებისმიერი სტატუსით“ ჩათრევა რუსეთისათვის ომის გამოცხადების ტოლფასია.
პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი ხაზგასმით აცხადებს, რომ, თუ უკრაინული კოფლიქტი რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ომში გადაიზარდა, ეს უკანასკნელები მას წააგებენ, იმიტომ რომ შეიარაღება არ ეყოფათ. „რუსები აპირებენ კონფლიქტის დასრულებას თავიანთ პირობებით. მათი ქარხნები კვირაში 7 დღეს 24 საათის განმავლობაში მუშაობენ“.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე კურტ ქემბბელი კი აღნიშნავს, რომ რუსეთმა შეძლო საკუთარი ჯარის მთლიანად გდაიარაღება და დღეს საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ ნატოს მთელი ბლოკისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე