ნალექი ცალკეულ რაიონებში: უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 13 აპრილამდე ცვალებადი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 11 აპრილს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, 12-13 აპრილს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსი იქნება.
კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი იქნება.