იძულებითი დეპორტაცია - უკრაინამ ე.წ. კანონიერ ქურდ „ხმელოს" განაჩენი გამოუტანა

63 წლის გიორგი ხმელიძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ გიორგი ხმელიძეს (მეტსახელად „ხმელო“) უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით.
შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება - No142/2024 ) უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. ამრიგად, ბათილად გამოცხადდა 2009 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, გიორგი ხმელიძე უკრაინის მოქალაქედ ითვლებოდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ხმელო" უკრაინაში 25 მარტს დააპატიმრეს. უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მას დაკავების იზოლატორში აცნობეს.
„დნეპროს რაიონულმა სასამართლომ კრიმინალურ ავტორიტეტს იძულებითი დეპორტაციის უზრუნველსაყოფად, ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა", - წერს უკრაინული მედია.
63 წლის გიორგი ხმელიძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს.