საქართველოში უახლოეს დღეებში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 11 აპრილამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 კი აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-20 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსი იქნება.