თბილისი, 7 აპრილი— Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი”.
შემთხვევა სოფელ ნახახულევში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ტურისტები მსუბუქად დაშავდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.