კასპში 32 წლის მამაკაცი მშენებლობაზე დაიღუპა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი— Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში სტადიონის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი”.
უბედური შემთხვევა სოფელ ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი მიწის მასამ მოიყოლა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.