თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში მდებარე მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა - შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.
დანარჩენი სამი დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.