თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის თებერვალში 2023 წლის თებერვალთან შედარებით 2,6%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16,7%-ით შემცირებით.
2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9,9%-ით გაიზარდა, რაც ხელფასების 46,8%-ითა და ტექნიკისა და აღჭურვილობის ფასების 2,9%-ი ზრდითაა გამოწვეული.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.