ზუგდიდში ასაკოვანი ქალი მოკლეს

რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ზუგდიდში ასაკოვანი ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში, ბარამიას ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურად იძალადეს მოკლულის ქმარზეც. იგი ამ დროისთვის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.