პროსპექტის განახლება ფაქტობრივად ერთი წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში იგი მთლიანად გარდაიქმნა: მოეწყო და შეკეთდა მოედნები, მოასფალტდა ტროტუარები და მანქანების სავალი ნაწილი, გაზონები ბუჩქებით, ყვავილებითა და ხეებით დამშვენდა.
გარდა ამისა, სავალ ნაწილზე გაკეთდა მონიშვნები, მოეწყო ავტობუსების გაჩერებები, დამონტაჟდა ახალი განათება, განახლდა საბავშვო მოედნები და გაჩნდა ველოსიპედის ბილიკები.