თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გორში სტალინის სახლ-მუზეუმში გამნაღმველები და კინოლოგები შენობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სამართალდამცავები დღესვე ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ ზუგდიდში, დადიანებისა და ნიკოსეულ სასახლეებშიც. შენობებიდან ხალხის ევაკუაცია იქაც გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ინფორმაცია შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ მუზეუმის დირექტორთან შევიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შენობებში რაიმე საეჭვო მოწყობილობები არ აღმოჩნდა.