„სილქნეტი“ „დაჰაკა“- პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დაკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა პერსონალური მონაცემების მოსაპოვებლად „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.
ახალგაზრდა მამაკაცმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეაღწია და დაეუფლა კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას.
გამოძება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს