თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ავსტრიული მედია საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტუმრობს, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უწყებამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა.
საქართველოს პოპულარული სპორტული ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები: კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ.
ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული.
ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან თხილამურებით დაეშვნენ.
ტურის ფარგლებში სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები, სიუჟეტები, პოსტები, სთორები, ხოლო გამოცემისთვის downdays.eu სტატია მომზადდება.