შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია"
ინციდენტი დღეს, დილით, სოფელ ნენიის ხიდთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა - იგი კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.