სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა

მკვლელობის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. სამტრედიაში მამაკაცი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახი სამტრედიაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პირმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.